რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) შეერთებული შტატების სანაპიროს დამანგრეველი შტორმი უახლოვდება. ქარიშხალი “ბარი” მექსიკის ყურეში წარმოიქმნა და ლუიზიანას შტატს ემუქრება.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ნიუ-ორლეანი აღმოჩნდება, სადაც უკვე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.

დონალდ ტრამპმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას მოსახლეობის დახმარება დაავალა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზონასთან მიახლოება აუკრძალა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დროებით თავშესაფრებში განათავსა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი ლუიზიანას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რეგიონში ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×