რეზონანსი
13.07.2019

 

(რეზონანსი) „პირველი არხის“ ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ნებისმიერი ადამიანს, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, უნდა ესმოდეს თავისუფალი მედიის მნიშვნელობა და ჟურნალისტების როლი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. მისი მხრიდან ეს იყო ნამდვილად შეუფერებელი და უღირსი საქციელი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნია. მისი გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა თანამდებობას, მაგრამ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს. ის ამით შეურაცხყოფას აყენებს არა რომელიმე კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ საზოგადოებას, რომელმაც თანამდებობაზე მოიყვანა. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის საჯარო მოხელეს, ცხადია, უფლება აქვს კრიტიკის და განსხვავებული აზრის, მაგრამ გამოხატვის ფორმა არ უნდა გასცდეს საჯარო მოხელისთვის დადგენილ ჩარჩოს“, - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×