რეზონანსი
13.07.2019

 შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბოლო რამდენიმე კვირის ყველაზე აქტუალური პერსონაა. საზოგადოების ნაწილი მას მკაცრად აკრიტიკებს, ნაწილი კი პირიქით – მხარდაჭერას უცხადებს.თავად მინისტრის პოპულარობის მიუხედავად, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის მისი ოჯახის შესახებ.

მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მას ჰყავს 8 წლით უმცროსი მეუღლე, 36 წლის მარიკა ფანცულაია. ოჯახის წევრების გრაფაში შს მინისტრს ასევე მითითებული ჰყავს 9 წლის ქალიშვილი, ანა გახარია.

გიორგი გახარიას მეუღლე პროფესიით ბაქტერიოლოგი გახლავთ და ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ–ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×