რეზონანსი
12.07.2019

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი იყო წარმატებული საქართველოსთვის.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი ევროკავშირთან, გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ბოლომდე გამოსაყენებელია და გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. ეს ის მნიშვნელოვანი შედეგია, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია, ხოლო სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც ასევე ევროპულ ოჯახთან დაახლოების წინაპირობაა.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვპირდებიან მხარდაჭერას. თუმცა, ამის მიღმა სამუშაო ბევრია. ერთგვარი გამოწვევაა ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ევროგაერთიანება არ არის დღეს იმ მდომარეობაში, რომ თავისუფლად იფიქროს გაფართოებაზე. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და დრო შიდა კონსოლიდაციაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ. რადგან ამის გარეშე წინ წასვლა გაგვიჭირდება",- აცხადებს თამარ ხულორდავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×