ოფიციალურად, ზაქარია ქუცნაშვილი გასული წლის განმავლობაში, პარლამენტის წევრის რანგში, თვეში დაახლოებით 4736 ლარს იღებდა. ორი თვის შემოსავალი 9 ათას ლარზე მეტი გამოდის და ეს ციფრებიიმიტომ დავწერეთ, რომ აგიხსნათ, რა თანხის გამო აჭიანურებს ზაქარიაპარლამენტარის მანდატის დატოვებას. მოგეხსენებათ, გავრილოვთანდაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ქუცნაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, პარლამენტის წევრის მანდატს ვტოვებო, მაგრამ საგაზაფხულო სესია ისე ჩამთავრდა, ბიუროში მისი განაცხადი არ შესულა.
როგორც ზაქარიას მეგობარმადეპუტატებმა გვითხრეს, ქუცნაშვილმა პირადად ივანიშვილს სთხოვა, ეს ორი თვეც ვიქნები პარლამენტში, ხელფასსავიღებ, თორემ მეოთხედი მილიონის სესხი მაქვს დოლარში და გასტუმრება გამიჭირდებაო (!). ეტყობა, ივანიშვილსუნდა გაეგო და დაეჯერებინა, რომ ქუცნაშვილი ხელფასის შემყურეა თვიდან თვემდე და ამან ფაქტია, გაჭრა. მოკლედ, ვისაც აინტერესებდა, რატომ არ წავიდა ქუცნაშვილი პარლამენტიდან, ესაა მიზეზი, 9 ათასი ლარი და ისსექტემბერში აუცილებლად წავა. მანამდე რომც მოინდომოს, ამას ვერ გააკეთებს, რადგან უფლებამოსილებისშეწყვეტას პარლამენტის სხდომა სჭირდება და მხოლოდ ზაქარიასთვის შვებულებაში გასულ დეპუტატებს, არავინშეკრებს.
წყარო: ალია, ანი დვალიშვილი