რეზონანსი
12.07.2019

  რუსთავი 2-ის შენობასთან მევენახეების აქცია დასრულდა. თელავიდან და გურჯაანიდან ჩამოსულები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქცია დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა რამდენიმე ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი.

აქციის მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილები რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ და რამდენჯერმე უხეშად მოიქნიეს მიკროფონი და კამერა. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი არიან უბრალო გლეხები და თუ არ დასრულდება რუსთავი 2-ში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ისინი ამ ადგილზე უფრო მეტი ადამიანით ისევ შეიკრიბებიან.

მეღვინეების აღშფოთება, ნიკა გვარამიას მიერ 9 ივლისს, გადაცემა „კვირის აქცენტებში", რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე სანქციების შესაძლო დაწესებაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.

„ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგიფსით ყველას, ვინც რუსეთის ბაზარზე თქვენი ხეირისთვის ქვეყნის ინტერესების გამყიდველ რეჟიმს დაუჭერთ მხარს და პუტინის სიკეთესბზე ამოგდით მზე და მთვარე! აი ასე, და კიდევ ათასგზის! პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს!", - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×