რეზონანსი
12.07.2019

 (რეზონანსი) აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს აფასებს.

ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩევლის თქმით, მოსკოვი საქართველოს გამო საყვედურისთვის მიზეზს ეძებდა.

„მოსკოვი მიზეზს ეძებდა, რომ საქართველოს გამო უკმაყოფილება გამოეხატა. თუმცა ამავე დროს სურდა უფრო დიდსულოვნად წარმოეჩინა თავი. ზუსტად ის მიიღო, რა მიზანიც ჰქონდა: პუტინმა ქულები დაიწერა, ქართველები დაისაჯნენ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი მოსკოვის უმიზეზოდ მტრული განწყობისა საქართველოს მიმართ", - განუცხადა „იმედინიუსს" პოლ გობლმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×