რეზონანსი
12.07.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge ერთ-ერთ რუსულ პროვაიდერზე დარეგისტრირებული IP მისამართიდან კიბერშეტევის მცდელობა აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, გამოვლინდა ერთი IP მისამართი, საიდანაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა საიტის სკანირება ან ერთი კონკრეტული მისამართიდან შეტევის მცდელობა.

საეჭვო მისამართი ამ დროისთვის დაბლოკილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×