რეზონანსი
12.07.2019

 (რეზონანსი) მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე", - განაცხადა მაია სანდუმ გამოცემა „Cotidianul"-თან საუბარში.

მოლდოვის პრემიერის სიტყვებით, ახლა ბიუჯეტში არ არის თანხა უცხოელი ექსპერტების გუნდის მოსაწვევად, თუმცა მაია სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა ადრე გამოხატა მხარდაჭერა სანდუს მთავრობის მიმართ და განაცხადა, რომ მზად არის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×