რეზონანსი
12.07.2019

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას.

„ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, თუ მოხდება ასეთი მოვლენები, იმაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც იქნება და ამას პოლიტიკურ დევნას კი ნუ ეძახიან, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×