რეზონანსი
12.07.2019

 (რეზონანსი) პარტია - „კანონი და სამართალი" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციას ვერ დააშინებს.

„გახარია გვაბრაზებ ძლიერ. ხალხს აღიზიანებ. ჰოდა, „კანონით და სამართლით" აგიხსნით, როგორ უნდა აიცილო პასუხისმგებლობა უტიფრად ამ დანაშაულზე - თვალებისდათხრაზე, ადამიანებს, რომ დათვის ტყვიები ესროლეთ, სწორედ ამაზე „კანონით და სამართლით" მოგთხოვთ პასუხს! დღეს რომ ბედავ და ოპოზიციის ლიდერებს იბარებ (შენი „მწირი" ჭკუით და დამნაშავის ფსიქოლოგიით ) დასაშინებლად, აი, ზუსტად მაგაზე მოგთხოვთ პასუხს!" - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე არიან დაბარებულები: ბაჩუკი ქარდავა, ხატია დეკანოსიძე, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×