რეზონანსი
12.07.2019

 მოხუცი ქალი, რომელზეც საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელმა აკა სინჯიკაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, ქუჩაში აღარ ცხოვრობს.

„საღამოს კარგი ამბები – ბებო უსახლკარო აღარ არის. თავისი სახლი აქვს და ექნება იქამდე, სანამ არ მობეზრდება. სპეციალურად შევურჩიეთ მოხერხებულ ადგილას, რომ ადვილად იაროს თავის ეკლესიაში. არ გადაიხდის გადასახადებს, ექნება საჭმელი და წამლები სულ, მივიყვანთ ექიმთან და ვუმკურნალებთ. აქვს ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ყველა საოჯახო ნივთი. აღარ ექნება წამლებისთვის აღებული საპენსიო დავალიანება. უკვე მისამართი აქვს და შეგვიძლია სახელმწიფოსაც მივმართოთ დახმარებისთვის. მადლობას გიხდით, ტირის და შვილებს გვეძახის. ბებო დაკარგული არ არის, უბრალოდ ოჯახის წევრები აღარ ჰყავს. საერთოდ არავინ დარჩა, მაგრამ მარტო არ არის, შეხედეთ რამდენი ვყავართ. ამბობს, ნამდვილ ადამიანად პირველად ვიგრძენი თავიო გესმით?“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×