რეზონანსი
11.07.2019

შსს მინისტრის გიროგი გახარიას თქმით, მიუხედავად რამდენიმე გაფრთხილებისა, 20 ივნისს აუცილებლობა გაჩნდა წყლის ჭურვის გამოყენებისა. შემდეგ რამდენიმე მსხვილი ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში. ეს იყო რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. 

"გამთენიამდე ეს ხალხი, მე არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ დაახლოებით 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მათ შორის ნიკანორ მელიაც. დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე ეს ხალხი ახალგაღვიძებულ მოქალაქეებს პირდაპირ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები, როგორც მოქალაქეზე, ასევე ქონებაზე და ასევე პოლიციაზე. ეს კადრები მთელმა ქვეყანამ ნახა. რაღაც მომენტში გახდა აუცილებელი ამ ჯგუფების ლოკალიზება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×