რეზონანსი
11.07.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე, მიკროავტობუსიდან მგზავრი და ერთი წლის ბავშვი გადმოვარდნენ. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ისიც ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. ამბობს, რომ ტაქსის კარი ღია იყო, ერთი წლის ბავშვი კი ბებიასთან ერთად წინა სავარძელზე იმყოფებოდა.

"მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა, ქალმა კი თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად მანქანიდან გადავარდა" - იხსენებს თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×