რეზონანსი
11.07.2019

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „იმედში" მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ჟურნალისტი ინგა დადიანი შეცვლის.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების - "ქრონიკა" 20:00 საათზე - წამყვანად ლევან ჯავახიშვილთან ერთად ხატია ქვათაძე განიხილება.

ახალი სატელევიზიო სეზონიდან არხზე იგეგმება დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუც, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა გაუძღვება. ის ამჟამად „პირველი არხის" გადაცემა „ახალი კვირის" ჟურნალისტია.

ტელეკომპანიაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. გიორგი ცხვიტავამ კი გვითხრა:

„ამჟამად ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ახალ კვირაში", სხვას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით".

შეგახსენებთ, რომ მაისში ტელეკომპანია „იმედის" დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.

„პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×