რეზონანსი
11.07.2019

  (რეზონანსი) ჟურნალისტი თამარ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მე მინდა რომ აკა სინჯიკაშვილი რამე ფილმის სცენარისტი გაიჩითოს, როგორ უყვარს რაღაცნაირი ელფერის მიცემა თავისი საქმეების მიმართ. კარგია რომ აკეთებს კეთილ საქმეებს, მაგრამ ძაან აფიშირებას ახდენს და მერე კიდე ისტორია უფრო შთამბეჭდავი რომ გახდეს, თავისებურ სცენარს უფიქრებს. ამ ქალის გარდაცვალება რომ გავიგე, გავბრაზდი იმაზეც რომ ამ ქვეყანაში ადამიანი შიმშილით მოკვდა და მარტოობაში, მერე კიდევ იმაზე გავბრაზდი, რომ წერდნენ ჟურნალისტი შიმშილით როგორ მოკვდაო, რომ ქვითინებდნენ. გეგონება ჟურნალისტობა რამე პრივილეგიაა ან შიმშილში ან ინტრიგნულ საქმეებში!

მოვიკითხე ამ ქალის ამბავი, გადავატრიალე ქვეყანა. აღმოჩნდა, რომ მამიდამისი მუშაობდა გაზეთ "თბილისის" სარეკლამო დამატებაში, გაზეთის რედაქცია ახლა რომ რუმსი და სტამბაა, მანდ იყო განთავსებული და ძალიან მაგარი ადგილი იყო ეგ გამომცემლობა, რასაც ცოტა ხნით, მაგრამ მეც მოვესწარი. 

ამ ქალბატონს არც ჰქონია პრეტენზია ჟურნალისტობაზე, უბრალოდ მამიდასთან დადიოდა სამსახურში. შემდეგ მამიდამისი რედაქციიდან წავიდა და თავისი გაზეთი გააკეთა. შემდეგ კი გარდაიცვალა. 

მაგ გამომცემლობაში ყველა გზააბნეული და დალაგებული ხალხი დადიოდა, ამიტომ ყველა ჟურნალისტი არაა და აკა სინჯიკაშვილმა სიკეთე ისე აკეთოს, რომ არ მოიფიქროს რაღაც დრამატული სცენარები და რეგალიები. მადლობა, ნახვამდის

პ.ს. სიკეთე თავად ლაპარაკობს ადამიანზე და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×