რეზონანსი
11.07.2019

 (რეზონანსი) ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ ფიშერმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის საჭიროა სოლიდარობა, რომელიც ევროკავშირს წელს „ჩაუვარდა“, როდესაც რუსეთი ევროსაბჭოში დააბრუნა.

„ჩვენ წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ სოლიდარობა ჩაგვივარდა წელს. ჩეხეთი, უკრაინა და საქართველო სხვა მოსაზრებისა იყვნენ და ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოში“, - განაცხადა პაველ ფიშერმა. 

2019 წლის 26 ივნისს ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციის ყველა ეს უფლებამოსილება აღუდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×