რეზონანსი
11.07.2019

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციაც ვრცელდება:

"მიმდინარე წლის 9 ივლისს, სტეფანწმინდის საავადმყოფოში, ტრამვით შეყვანილი იქნა სომხეთის მოქალაქე მ.მ, რომელმაც საავადმყოფოში გამოკითხვაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ტრავმა საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, ავტომობილიდან გადმოსვლის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. მან პოლიციელებთან გასაუბრებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის არსებობა უარყო.

სომხეთის მოქალაქის მიერ მიცემული ინფორმაციის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე, დგინდება რომ სომხეთის მოქალაქე მ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენი პირის, ან პირების დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×