რეზონანსი
11.07.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ერთმანეთს კვადროციკლი და მოტოციკლი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულები მეგობრები არიან და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

შეჯახების შედეგად ორივე ახალგაზრდა დაშავდა, ერთ-ერთმა ფეხი მოიტეხა. პაციენტები მკურნალობას ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან.

„შემოყვანილია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება მარჯვენა ქვემო კიდურის ტრამვა, მოტეხილობა. ამ დროისთვის პაციენტი ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას და მას ჩაუტარდება ოპერაცია. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ექსკორიაციები, რომელიც დამუშავდა, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და მიმდინარეობს მონიტორინგი, სავარაუდოდ, მალე გაეწერება", - აცხადებს ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი თეა გელაშვილი.

ინფორუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×