რეზონანსი
10.07.2019

  (რეზონანსი) ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასია ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ  ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი რუსული ტექნოლოგია გამოიყენა. 

“რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა აგებულია ე.წ გერმისოვის თეორიაზე, რომელიც ეყრდნობა ჰიბრიდული ომის კონცეფციას. “რუსთავი 2“-ის ე.წ. ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი ვორდინგი რომ შევაფასოთ, ძალიან კარგად წარმოჩნდება, რომ ის ტერმინები, რომელიც მან გამოიყენა რუსულ ორიგინალში,  ძალიან კარგად ფლობენ რუსეთის კრიმინალური სამყაროს  წარმომადგენლები და სპეცსამსახურები. ბუნებრივია, გაბუნია ამ სიტყვებს თავისით ვერ მოიძიებდა. ეს კარგად მომზადებული ტექსტი იყო, წინასწარ შეთანხმებული. ეს დასტურდება იმითაც, რომ როგორც კი გაჟღერდა ეს პროვოკაცია, რუსეთი გადავიდა ეგრევე პროვოკაციაზე. პუტინის მისამართით უცენზურო გამონათქვამები არაერთხელ და არანაკლებ გავლენიანი პირებისგანაც გაჟღერებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა მხოლოდ ამ განცხადბას. მან გამოიყენა  ცნობილი ტექნოლოგია – კეთილი მეფის მანტია მოისხა და თან დაგვემუქრა ყველა კუთხიდან გამომდინარე”. – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×