რეზონანსი
10.07.2019

 ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ინციდენტი ოდესაში მოხდა. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები სასამართლოში მივიდნენ, სადაც ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს ბრალდება მოუხსნეს. მას ყოფილი ქარხნის შენობის უკანონოდ ყიდვაში ადანაშაულებდნენ. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად სასამართლოსთან არეულობის მოწყობას შეეცადა. დაპირისპირებისას სააკაშვილმა პენსიონერს დაარტყა, რის გამოც მას ხელი მოსტყდა.

მომხდარზე სააკაშვილმა მოგვიანებით თავის "ფეისბუქზე" დაწერა: „ეს ქალი გამოვარდა სასამართლოდან, ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა და მოითხოვდა, რომ ოდესიდან გავთრეულიყავით. ამასთან, ის აგრესეულად იქნევდა ორივე ხელს, რომელსაც მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. ასე მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა", - წერს ოდესის ექსგუბერნატორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×