რეზონანსი
10.07.2019

ქალი, რომელსაც ბორჯომის ცენტრში სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია ჩატარდა, მარცხენა ქვედა კიდურის ამპუტაცია მოხდა“, - გვითხრა ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

72 წლის ქალი ბორჯომის ცენტრში ყვავილებს ჰყიდდა. ახლობლების თქმით, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. პენსიონერი გზას ზებრა გადასასვლელზე კვეთდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×