რეზონანსი
10.07.2019

 ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით ძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

დაშავებული პირები „ამტელისა“ და ინგოროყვას კლინიკებსი გადაიიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მეორე პირს, რომელსაც მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები ჰქონდა, ექიმებმა ჭრილობები დაუმუშავეს და სტაციონარულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული მეტალის ნაწილაკებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×