რეზონანსი
10.07.2019

 ანტისაოკუპაციო აქციაზე გამომსვლელმა ქალმა რუსული პასპორტი დახია და იქ შეკრებილ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ელიკო გასვიანის თქმით, მან ღირსება აღიდგინა.

„ძალიან ძნელია შორიდან ყურება. ის რაც ხდებოდა გუშინ, ის რაც მოხდა 20 ივლისს. არ შეიძლება სახლში იჯდე და უყურო შორიდან. ვეტერანი ვარ გაგრიდან, ორ შვილმკვდარი ქალი. აღარ შემიძლია შორიდან ყურება, თქვენ ხომ ჩემი შვილები ხართ, თქვენ ხომ გტკივათ. რუსეთმა წაიღო 20% ჩვენი მიწების. როგორ შეიძლება შიშით ვიყოთ. ტანკის წინ დავმდგარვარ, არასდროს შემშინებია. მე გმირობა კი არ მინდა, არ შემიძლია ასე ვუყურო ჩვენს ხალხს შორიდან, არ შეიძლება თვალები მოსთხარო.

​ხალხი ტირის ოჯახებში, ფული არ აქვთ რომ ჩამოვიდნენ, პროტესტი აქვთ მაგრამ ვერ გამოხატეს თავისებურად გამოხატეს, მაგრამ ვერ ჩამოდიან

აი რუსული პასპორტი. მე აღვიდგინე ღირსება ეს აღადგინა ამ თაობამ, ახალგაზრდებმა. არაფერი გმირობა ეს არ არის, ეს არის ძალიან გულწრფელი“, - განაცხადა ელიკო გასვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×