რეზონანსი
09.07.2019

 (რეზონანსი) „რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს", - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „პატრიოტების" შრომამ ნაყოფი გამოიღო და ისინი ამ დღეებში კვლავაც აპირებენ მოსკოვში გამგზავრებას.

„არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება... მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს", - აცხადებს ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×