რეზონანსი
09.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთიდან მომდინარე ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული შოკის გამო, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ "თიბისი ბანკის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.

ნადარაიას თქმით, ლარი სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, ახალი შოკის შედეგად კი დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც შედარებითი გამყარება მოყვება.

ნადარაიას შეფასებით, კურსის ასეთი გაუფასურება ქვეყანაში ფასების ზოგადი დონის ზრდას გამოიწვევს.

"ახლა შოკი დაგვემატა, ბუნებრივია ამ სავალუტო რეჟიმის და მცურავი კურსის პირობებში და ასევე მოლოდინების პირობებში, რომ ასეთი დანაკლისი გვექნება, შეუძლებელია ვთქვათ რომ არ გაუფასურდება კურსი და ამას უნდა შევეგუოთ.

კითხვაა სადამდე შეიძლება გაუფასურდეს - ჩვენი შეფასებით, ამჟამად დაახლოებით, დოლარის კურსი შეიძლება ავიდეს 3-მდე ან 3.05-მდე. ძალიან დიდი ალბათობით მას შემდეგ დაიწყებს ეტაპობრივ გამყარებას.

რატომ 3.05-? ეს არის ის ზღვარი, სადაც ინფლაცია 8-9%-ზე ავა. შეგვიძლია ვთქვათ რომ იფნლაცია არ იქნება 3%, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ინფლაცია ორნიშნა რიცხვამდე არ გაიზრდება,"- ამბობს ნადარაია.

ამ დროისთვის Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოალრი 2.895 ლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×