რეზონანსი
09.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოეხმაურა.

„კიდევ შევაგინოთ, იქნებ სოხუმი დააბრუნოს", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის პრეზიდენტის ვრცელი კომენტარი გავრცელდა.

ერთი გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, საკუთარი თავი რაღაცად წარმოადგინა. მასზე არავის არაფერი სმენია მანამდე, ახლა კი ყველა ლაპარაკობს", - განაცხადა პუტინმა გიორგი გაბუნიაზე.

რაც შეეხება სანქციებს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას „ქართველი ხალხის პატივისცემის მიზნით არ გააკეთებდა".

პრეზიდენტმა გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებითაც კითხეს.

„დიდი პატივი იქნებოდა ასეთებისთვის საქმის აღძრა. გააგრძელოს მაუწყებლობა", - აცხადებს პუტინი.

„რუსთავი 2-ის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის სკანდალურ გადაცემაში ვლადიმერ პუტინს აგინა, რამაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×