რეზონანსი
09.07.2019

 (რეზონანსი) ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებას მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

მისი თქმით, იქამდე, სანამ ქვეყანას „ქართული ოცნება" მართავს, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში იქნება.

„ლარის ასეთი მდგომარეობა განპირობებულია იმ უაღრესად მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს 7 წლის განმავლობაში. და, ბუნებრივია, არ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და არც უცხოელ ინვესტორებში რწმენა იმისა, რომ ვიდრე "ქართული ოცნება" მართავს ქვეყანას და არის ხელისუფლების სათავეში, ლარს და ეკონომიკას რაიმე ეშველება", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×