რეზონანსი
09.07.2019

 (რეზონანსი) ქვეყანაში ვითარება, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად რთულდება, რუსი დეპუტატის, გავრილოვის ქართულ პარლამენტში სტუმრობის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობებიც, თბილისი კი კვლავ აქციების ეპიცენტრად იქცა. "რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ლანძღვა-გინებამ, სიტუცია კიდევ უფრო მეტად არია.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარს მომღერალი ბუბბა კიკაბიძე აკეთებს:

„გიორგი გაბუნიას რომ ვუსმენდი, ენა ჩამივარდა! როგორ აგიხსნათ და მეტი რა გითხრათ... არც რუსეთს ვეტრფი და არც მის პრეზიდენტს, მაგრამ ამიტომ უნდა დადგე კაცი მიკროფონით და აგინო მკვდარი და ცოცხალი? - სრულიად გაუმართლებელია ეს ყველაფერი და ეგრეც დაწერეთ!", - ამბობს მომღერალი „კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×