რეზონანსი
09.07.2019

 (რეზონანსი) ქვეყანაში ვითარება, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად რთულდება, რუსი დეპუტატის, გავრილოვის ქართულ პარლამენტში სტუმრობის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობებიც, თბილისი კი კვლავ აქციების ეპიცენტრად იქცა. "რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ლანძღვა-გინებამ, სიტუცია კიდევ უფრო მეტად არია.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარს მსახიობი ზურა ყიფშიძე აკეთებს: - რა უნდა გითხრათ, მრცხვენია, ამ ყველაფრის გამო! ახლა თქვენ რაც გსურდეთ, ის იგულისხმეთ! საკუთარი თავისაც მრცხვენია და თუ ყველა თქვენგანისაც

რუსთავი 2-ის ეთერში რაც მოხდა, პირველი სწორედ გავრილოვის ამბავი გამახსენდა და იმიტომაც გითხარით, რომ მრცხვენია! ლგტბ თემის მაგივრადაც მე მრცხვენია და ყველა დანარჩენის ნაცვლადაც

რაც შეეხება გავრილოვს, აშკარაა, რომ ყველაფერი ჩაწყობილი და გადაწყობილი იყო! მერე ჩვენ, ხალხს გვანერვიულებენ და ეგ არის უბედურება! უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გათვლილი და წინასწარ მოფიქრებული იყო, რა და როგორ უნდა ყოფილიყო! არ ვიცი, ხელისუფლებისგან თუ ვისგან, საბოლოოდ ყველა ერთი არ არის?! სრული "ბარდაკია"! - ამბობს ყიფშიძე „კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×