ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიაა თქმით, ლარის გაუფასურება გამოწვეულია მოლოდინის ფაქტორით, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„ბაზარზე ადგილი აქვს აჟიოტაჟს. შესაბამისად, ამ მომენტისათვის ეს კურსი დაიკლებს, მაგრამ თანდათანობით, სავარაუდოდ, ალბათ დაიწყებს გაუფასურებას, თუკი ეს სანქციები ქმედითი გახდა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა ლარის მეტად გაუფასურებას, ექსპერტმა უპასუხა, რომ ეს არავინ იცის. მოცემულ სიტუაციაში მოკლევადიანი აჟიოტაჟი რა გავლენას ახდენს ლარზე, ეს არის მეორე თემა, რომლის ახსნაც შეუძლებელია.
"სადამდე გაუფასურდება ლარი, ამისი თქმა შეუძლებელია. სიტუაციას უნდა შევხედოთ არა ამწუთას ჯიხურებში რაც ხდება, არამედ უნდა შევხედოთ ისე, რომ ტრენდი იქნება გაუფასურებისაკენ“, - განაცხადა ცომაიამ.