რეზონანსი
09.07.2019

3 თვის გვანცა გოგსაძისა და მისი მამის ფოტო, რომელიც საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკიდან პასუხს ელოდება, სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ძვირად ღირებული მკურნალობის დაფინანსებაზე საფრანგეთის სახელმწიფომ ქართულ ოჯახს უარი უთხრა.

გვანცას დიაგნოზი კუნთების გენეტიკური  სპინალური ატროფიაა, რომელიც ავსტრიაში დაუსვეს. როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჭიროა ძვირად ღირებული ნემსის გაკეთება, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის. ოჯახი საფრანგეთში გაემგზავრა, თუმცა პატარას ხელს არ მოკიდებენ, სანამ კლინიკაში ავანსი არ გადაირიცხება.

ოჯახი სწორედ ამ ავანსისთვის აგროვებს თანხას და შესაბამისი ანგარიშებიც გავრცელებულია:

საბანკო კოდი – TBCBGE22

მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006

საბანკო კოდი – BAGAGE22

მიმღების დასახელება- ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია)

ანგარიშსწორების ანგარიში GE06BG0000000103330922

წყარო: ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×