რეზონანსი
09.07.2019

 რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა - 413 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. საბოლოო გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს. უცენზურო მონოლოგის ადრესატმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, დააკისრებს თუ არა მორიგ სასჯელს საქართველოს.

„დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა, მუქარა ჩვენი მოქალაქეების მისამართით, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფა“, - განაცხადა 9 ივლისის სხდომაზე რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

დადგენილების ტექსტში ჩამოთვლილი არ არის პროდუქცია, თუმცა ვოლოდინის განმარტებით, საუბარია პირველ რიგში ქართული ღვინისა და წყლის იმპორტის აკრძალვაზე და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×