რეზონანსი
09.07.2019

მომღერალი გია სურამელაშვილი ეპატაჟური ქცევების გამო საზოგადოების ყურადღებას მუდმივად იქცევს.

მას ამჯერად დაპირისპირება მეგობართან, მომღერალ კაკი ბოლქვაძესთან მოუვიდა. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, კაკი ბოლქვაძის შემოქმედებით საღამოზე მოხდა.

გია სურამელაშვილს სურვილი ჰქონდა კონცერტზე ემღერა და ყურადღების ეპიცენტრში თავად მოხვედრილიყო, მან შეუარხცყოფა მიაყენა მის პროდიუსერს, რაზეც კაკი ბოლქვაძემ მას შენიშვნა მისცა, მოგვიანებით კი რესტორნიდან დაცვას გააგდებინა.

,,ეს არ იყო ინციდენტი, ვფიქრობ მას გამიზნული ჰქონდა ჩემი კონცერტის ჩაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. გიასთან წლებია მჭიდრო კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს, ბევრი სიმღერის სტუდიურ ჩაწერაში დავეხმარე, რამდენიმე ჩემი სიმღერაც აქვს ნამღერი, მას უნდა ემღერა ჩემს კონცერტზე, რაღაც სიმღერებზე ვერ შეთანხმდა პროდიუსერთან და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც შუა დარბაზში აკადრა თავის მენეჯერს. რის გამოც ძალიან გავბრაზდი და უხამსი სიტყვებით მივმართე, ზუსტად ხუთ წუთში დაეტოვებინა რესტორანი და წავიდა კიდეც. ვისთანაც გასდის იმასთან მოაწყოს ასეთი ისტერიკები. მაგას სადაც ვნახავ, იქ დავსჯი, ისე როგორც მტყუანი ადამიანები ისჯებიან. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა", - განაცხადა კაკი ბოლქვაძემ

 წყარო: რეიტინგი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×