რეზონანსი
09.07.2019

  სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა და განაცხდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ სტაბილურად და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ.

„მინდა მივმართო რუსეთში მყოფ ქართველებს. მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად ცხოვრება.

მივმართავ ჩვენს სტუმრებს. საქართველო ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში ჩამოსულ სტუმარს და ეს ასე გაგრძელდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×