რეზონანსი
09.07.2019

 პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ მეუფისგან მიიღეს კურთხევა, რომ ამ ეტაპზე აქცია პარლამენტის წინ აღარ უნდა გაგრძელდეს.

ადგილიდან ეტაპობრივად გავიდნენ აქციის მონაწილეები, მათ გასვლაში პოლიცია დაეხმარა.

პარალელურად დასრულდა ანტისაოკუპაციო აქციაც. ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, პოლიციამ მათ მისცა უფლება იმ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც სცენა არის დამონტაჟებული და მათი მომხრეები იმყოფებოდნენ.

დიღმელაშვილი განცხადებით, ისინი დაათვალიერებენ ტერიტორიას და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დღეს, 7 საათზე შეიკრიბონ პარლამენტის წინ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×