რეზონანსი
09.07.2019

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, იგი პარლამენტთან დგომის მიზანს ვეღარ ხედავს. როგორც ფალავანდიშვილმა აღნიშნა, აქციის სხვა მონაწილეები რომც დარჩნენ, ის რუსთაველის გამზირიდან წასვლას აპირებს. 

„დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ორი აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. მათ შორის პოლიციის კორდონი დგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×