საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გიორგი გაბუნიას მონოლოგის თანმდევი მოვლენები შეაფასა. მას უკვე მოჰყვა გარკვეული შედეგები რუსეთის მხრიდან.
„არ ვამბობ იმას, რომ ეს ომს გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ამას თავისი შედეგები მოჰყვა და მოჰყვება. პირველ რიგში, მოდის სულ უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიდან, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან, იმდენად დიდი არის მათ მიმართ აგრესია. ეს არის უდიდესი რაოდენობით ქართველები, რომლებიც ამ წუთში არიან რუსეთში რეალური საფრთხის ქვეშ ამ განცხადების გამო.
გაბუნიას გამო თუ სხვა მიზეზების გამო, საერთო ჯამში, შეიძლება, ყველაფრის გამო. მიიღეს გადაწყვეტილება ფულადი ტრანსფერების აკრძალვის შესახებ, ვაჭრობის აკრძალვის შესახებ და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად, სრული ეკონომიკური ემბარგო ისევ ამოქმედდა, რაც არის მთელი კომბინაცია. მარტივად აალებადი არის ახლა ვითარება, იმდენად დაძაბულია ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.