რეზონანსი
09.07.2019

 ყველასთვის მოულოდნელად თენგიზ კიტოვანი "რუსთავი "2-თან გამართულ აქციაზე მივიდა. მან ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუც მისცა. მისი თქმით, აქციაზე დასაკვირვებლად იმყოფება. 

კიტოვანი ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში და უნდა, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს.

„ასეთი დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა... ყველას ჯერა, რომ თვითონ არის მართალი და სწორ გზას ადგანან. მე მგონია, რომ ყველამ უნდას მონახოს ერთი საერთო გზა და ერთად იარონ იმ გამარჯვებისკენ, რაც საქართველოსია. უნდა მოხდეს შეთანხმება პარტიებს შორის“, - განაცხადა კიტოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×