(რეზონანსი) ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა.
"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მითუმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია" - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტს და მთილიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
"მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი გამომეტყველება, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა" - აცხადებს კადიროვიტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.