რეზონანსი
08.07.2019

 „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. როგორც გვარამია წერს, არხის წინ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია"

„ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, - წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×