რეზონანსი
08.07.2019

ამ წუთებში მიშა მშვილდაძის ორგანიზატორობით შეკრებილი მომიტინგეები პუშკინის სკვერიდან დაიძრნენ და პარლამენტის წინ შეკრებილ ვასაძის მომხრეებს მიუხლოვდებიან. "რეზონანსის" კორესპონდენტის ცნობით, ვითარება რუსთაველზე მეტად დაძაბულია. ორი აქციის უსაფრთხოებას რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მობილიზებული სამართალდამცავები იცავენ. მათ რამდენიმე წყება კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე გამზირზე განლაგებულია ყვითელი ავტობუსები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×