რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

„ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ვოლოდინმა „ინტერფაქსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×