რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) რუსულმა მუსიკალურმა ჯგუფმა „ლასკოვი მაი" (Ласковый май), რომელიც ძირითადად საბჭოთა კავშირის დროს მოღვაწეობდა, განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე „სამუდამოდ" ამბობს უარს.

„ლასკოვი მაის" პროდიუსერი ანდრეი რაზინი, გიორგი გაბუნიას გამოსვლით აღშფოთდა. „მივმართავ ყველა რუს არტისტს მიყვნენ ჩვენს მაგალითს და აღარასდროს ჩავიდნენ საქართველოში,"- წერს ის.

"ლასკოვი მაი" 1986 წელს ჩამოყალიბდა და 1992 წელს დაიშალა. ბენდის სოლისტმა იური შატუნოვმა შემდეგ სოლო კარიერა გააგრძელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×