რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) რუსთველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა.

ვითარების დაძაბვა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების, კონკრეტულად კი, მიშა მშვილდაძის გამოჩენის შემდეგ მოხდა. მისი მიმართულებით პრაიდის მოწინააღმდეგე აქტივისტები ბოთლებს ისროდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სასულიერო პირები და პრაიდის მოწინააღმდეგეები ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ისმის შეძახილები "წადი წადი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×