რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ავიახაზების, Georgian Airways-ის პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი გიორგი გაბუნიას "კანონის მთელი სიმკაცრით" დასჯას ითხოვს.

"მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვგმობ გუშინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ორ ხალხს შორის შუღლის გაღვივების მიზანმიმართულ მცდელობას. მივიჩნევ, რომ ეს არის ისტორიულად ცნობილი, მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში.

ვთვლი, რომ შუღლის გაღვივების მცდელობისათვის, შესაბამისმა უწყებებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ", - აღნიშნავს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×