რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთის დუმაში საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას" ფრაქციის თავმჯდომარემ სერგეი ნევეროვმა განუცხადა.

„საქართველოში რუსოფობიის ნიშნებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. დღეს დუმის საბჭოს სხდომაზე საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტის და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს დავსვამთ", - თქვა ნევეროვმა.

დაკავშირებულია თუ არა ეს ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს, ამასთან დაკავშირებით დუმაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×