(რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა „რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ტრადიციების შესახებ საუბრები, მხოლოდ საუბრებად დარჩა.
„დიდებული ერი, დიდებული ტრადიციები და კულტურა უსაქმური პოლიტიკოსების ტყვედ იქცა", - აცხადებს ზახაროვა.
მისივე თქმით, ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაა.
„დაიწყო ფაზა, ბოლო ბრძოლა. ყველა შანსის გამოყენებით, ის შეეცდება ხელისუფლებაში შეიჭრას. უხეშად, ცინიკურად, ყველაფრის ფასად. „რუსთავი" 2 მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია", - წერს ზახაროვა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია დარეგულირდება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2" ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა.