რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი)  მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, დღეს დი­ლით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღის წინ, მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა. მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და და ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

“გუ­შინ­წინ დი­ლით მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. გზა­ზე გა­და­დი­ო­და და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გაჰ­ყვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მე და­მი­რე­კეს და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე. 

მი­სი­ვე თქმით, მო­ხუცს ბოლო წუ­თამ­დე გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ახ­ლობ­ლებს სახ­ლში წაყ­ვა­ნას სთხოვ­და.

“წა­მიყ­ვა­ნეთ, ჯა­ბას ვჭირ­დე­ბი! - მხო­ლოდ ამ სი­ტყვებს ამ­ბობ­და და ამ ლა­პა­რაკ­ში და­ლია სული. ახლა არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო. პირ­ველ რიგ­ში რაც მჭირ­დე­ბა მომ­ვლე­ლია, რომ ჯა­ბას მოვ­ლა­ში და­მეხ­მა­როს. 2 დღეა ჯა­ბაც არ არის კარ­გად, არ ვიცი მგო­ნი გრძნობს რა­ღა­ცას”, - ამ­ბობს ჯაბა ბოჯ­გუ­ას დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×