რეზონანსი
08.07.2019

 ტელეკომპანი "რუსთავი 2"-ის ოპერატორმა ლევან მარგველაშვილმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, მან კამერა დადო და ტელევიზიაში შესასვლელი საშვი დახია.

"არ მსურს მე და ჩემ ოჯახს მაგათ გამო გვაგინებდნენ", - თქვა ლევან მარგველაშვილმა.

მოქალაქეთა ნაწილმა ტელეკომპანიის მიმართულებით ცოცხები და კვერცხები ისროლა. ისმოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

ტელეკომპანიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×